ელოშვილის თქმით უამინდობისგან დაზარალებულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გუშინ ძლიერი წვიმის გამო, სამეგრელოსა და აჭარას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
_ მიუხედავად, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, რათა დროულად მოეხდინათ უამინდობით მიყენებული ზიანის ლოკალიზება და გათიშული აბონენტებისთვის დენის მიწოდების აღდგენა.
უამინდობის გამო, ელექტროენერგია სამეგრელოში მცხოვრებ 5210 აბონენტსა და აჭარის 8073 აბონენტს არ მიეწოდებოდა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩენილია სამეგრელოს 1219 აბონენტი და აჭარის 1705 აბონენტი. კომპანიის ტექნიკური პერსონალი განაგრძობს დაზიანების ადგილებში მუშაობას და დღის განმავლობაში ორივე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგება, _ აღნიშნა ელოშვილმა.
ფოტო:geonews.ge