როგორც გვითხრეს, მეგრელიშვილი ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთში საარჩევნო შტაბებს გაუწევს კოორდინირებას.
მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბრები მიდის, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია:
_ ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, საუბრები მიმდინარეობს, _ აღნიშნა გოჩა მეგრელიშვილმა.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს ჩოხატაურში. “გურია ნიუსის” ინფორმაციით განიხილება ორი კანდიდატურა _ პარტია “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და კოალიციის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გოჩა ჯიქია (ჯიქია ახლა ჩოხატაურის სპორტსკოლის დირექტორია). თუმცა, არ არის გამორიცხული ამ დღეებში ახალი კანდიდატურაც გამოჩნდეს.
რაც შეეხება ლანჩხუთს, როგორც ამბობენ, აქ თოხაძის კანდიდატურა გადაწყდა.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ოზურგეთში ამ პოსტს მერაბ ჭანუყვაძე დაიკავებს, თუმცა, როგორც გვითხრეს, შესაძლოა ეს კანდიდატურა შეიცვალოს. ამის მოტივად კი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ზურაბ ჩხაიძის ფაქტორს ასახელებენ _ გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ ჭანუყვაძის ძმა, შოთა ჭანუყვაძე, რომელიც ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო და დღეს შსს-ში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა უკავია, ზურაბ ჩხაიძესთან დაახლოებული პირია, ჩხაიძე კი ნინო ბურჯანაძეს წარმოადგენს ოზურგეთში. ამის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ კვაჭანტირაძის მიერ ჩვენი გაზეთისთვის ექსკლუზიურად გამხელილი კანდიდატი, რომლის შესახებაც “ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემაც კი არაფერი იცოდა, სხვა, ახალმა სახემ ჩაანაცვლოს.