ცხელ კვალზე ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1988 წელს დაბადებული სულიკო ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ ფრიდონ ვაშაყმაძეს ყელის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სულიკო ლ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).