დიასახლისის თქმით, წყალი მათ სახლში ღამის პირველ საათზე შევარდა:
_ ყოველ ძლიერ გაწვიმებაზე ასეა _ 30 წელია ამ მდგომარეობაში ვართ. პრობლემა ის არის, რომ ეზოში საკანალიზაციო არხი გადის, ამავე დროს სანიაღვრე არხები დაზიანებულია და ყოველ ძლიერ გაწვიმებაზე ასე ხდება. 4 ხელისუფლება მოვიცვალეთ და ჩვენი პრობლემის მოგვარებას საშველი არ დაადგა, თუმცა, ისიც არ შემიძლია არ ვთქვა, რომ გამგებელი წუხელ ერთი წუთითაც არ მოგვშორებია და პირადად გვეხმარებოდა წლის ამოტუმბვაში.
აღნიშნულ ეზოში მდგარი მეორე სახლიც დაზიანდა _ წყალმა პირველ სართულზე იქაც შეაღწია.