სოფელ შუხუთის თემში ადიდებულმა მდინარემ ბორის გუმბერიძის ავტომანქანა გაიტაცა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეზობლების დახმარებით მოხერხდა ორი მგზავრის მანქანიდან გადმოყვანა. მას შემდეგ, რაც წყლის დონემ დაიკლო, სამაშველო სამსახურის დახმარებით ამოიტანეს მანქანა.
ამ ეტაპზე ლანჩხუთში მდგომარეობა სტაბილურია.