გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, თენგიზ ხელაძის თქმით, ზარალი დიდია. სხვადასხვა ადგილებზე უკვე გაგზავნილია და მუშაობს სპეციალურად შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია: _ მალე უკვე დაზუსტებით იქნება ცნობილი რომელ სოფელს რა ზიანი მიადგა მოვარდნილი წყლის შედეგად. ამ დროის მონაცემებით, დაზარალდა ლანჩხუთის 9 სოფელი, ძირითადად ხიდები და შიდა გზები. სოფელ სუფსაში, საყანე ფართობებში წყლის დონემ ერთ მეტრს მიაღწია. დახოცილია შინაური ფრინველი. მოსახლეობას ოჯახებში წყალი შეუვარდა; რამდენიმე სოფელში დაზიანებულია ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდები, შიდა გზები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ აკეთსა და ჩოჩხათში. მთლიანი ზარალის დათვლას ორი დღე მაინც დასჭირდება, _ გვითხრა ხელაძემ.
როგორც უკვე ვწერდით, ნიაღვარმა მანქანაც გაიტაცა, რომელიც სამაშველო სამსახურმა ამოიტანა წყლიდან.