https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოკლულის ოჯახი იარაღის მფლობელის ვინაობის დადგენას ითხოვს

7:08; 8.08.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გარდაცვლილი ამიკო პეშკოვის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ამიკო განზრახ მოკლეს და ახლა მკვლელი და მისი სამეგობრო წრე ყოველნაირად ცდილობს, დამნაშავემ მსუბუქი სასჯელი მიიღოს.

“თქვენი გაზეთის საშუალებით ვთხოვ და ვეუბნები ვასილ ტუღუშსა და ნემო ჩხატარაშვილს, რომ ახლა მაინც მოვიდნენ ჩემთან. კარგი, მაშინ ვერ მიხვდნენ, რომ მოსულიყვნენ და საქმის კურსში ჩავეყენებინე,” _ აცხადებს ამირან პეშკოვი, გარდაცვლილი ამიკო პეშკოვის ბაბუა.

_ მას მერე, რაც ჩემს ოჯახში ეს უბედურება დატრიალდა, სულ ამაზე ვფიქრობ: ის პირები, რომლებიც გამოძიებაში ფიგურირებენ, არიან საკმაოდ ასაკოვანი კაცები, უმეტესობა კი ბაბუები: ვასო ტუღუში, მკვლელი -გელა თავართქილაძე, კახა ვადაჭკორია, ნემო ჩხატარაშვილი, მერაბ ვასაძე, რომელიც 28 წელია, ჩემი ოჯახის ნაცნობი და ახლობელია. ბოლო მომენტამდე ისინი ჩემს ოჯახში მოდიოდნენ, პურმარილობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ… ყველა ხედავდა, როგორ იზრდებოდა, მწიფდებოდა და ვაჟკაცდებოდა ამიკო. თვით თავართქილაძემ ეს ბოროტება რომ ჩაიდინა და სახლში თავის მეგობარ კახა ვადაჭკორიას მიაკითხა, უთხრა, ჩემს დისშვილს, ამიკოს იარაღით ვესროლეო. ამ ადამიანებს ამიკოსთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ. ხედავდნენ, ის ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა, იცოდნენ, რომ მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და დიპლომიც აღებული ჰქონდა. იცოდნენ, რომ საცოლე ჰყავდა და საქორწილოდ ემზადებოდა. იცოდნენ, რომ “ქართული ოცნების” საქმეში აქტიურად იყო ჩაბმული, საარჩევნო შტაბიც ჩვენს სახლში იყო გახსნილი და ამიკო სოფლის რწმუნებულის პოსტზე მოიაზრებოდა. მას არაერთი განცხადება ჰქონდა შეტანილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სამსახურის დაწყების მოთხოვნით. 26 წლის ბიჭს ამ ასაკში წარმატების შანსი ჰქონდა და ასეთ დროს განზრახ მოკლეს… სხვა თუ არა, მოსულიყვნენ ჩემთან და ეთქვათ, თუ იცოდნენ, რომ თავართქილაძეს და ამიკოს შორის, რომელიმე ნაცნობ გოგოსთან დაკავშირებით, უთანხმოებას ჰქონდა ადგილი. ზღვა ხალხმა, ნაცნობმა თუ უცნობმა რომ გაიზიარა ჩვენი ტკივილი, მარტო ეს ორი პიროვნება, ნემო ჩხატარაშვილი და ვასილ ტუღუში არ მოსულა ჩვენთან სამძიმარზე. იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ გასვენებაში მოსულიყვნენ…

თუ ისინი ჩემთან მოვლენ, მე მათ ვეტყვი, რომ მკვლელს 1986 წელს ანალოგიური ქმედების მცდელობა ჰქონდა ჩადენილი არასრულწლოვანთან, რაზეც მისი მისამართით სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, თუმცა, ის პატიმრობას გადაურჩა. ის მსგავსი სამარცხვინო საქციელისთვის რამდენიმეჯერ გაილახა.

მოვიდეს ჩემთან ვასო ტუღუში და ნემო ჩხატარაშვილი, რომელთა მისამართით მრავალი კითხვა მაქვს და ვითხოვ პასუხს: _ თუ ამიკომ გელა თავართქილაძე ცემა, იარაღი ჩაარტყა, თვალები დაულურჯა, სახე დაუზიანა, ეს ყველაფერი იცოდა მისმა მეუღლემ, დედამ, შვილმა, სიძემ, ძმამ და თქვენც, რატომ დამალეთ, დამალვა ხომ დანაშაულია?! რატომ დაიწყეთ ქუჩაში გარჩევა?! ასეთ შემთხვევაში, საქმე გასკდებოდა და გამოჩნდებოდა თავართქილაძის გამოუსწორებელი და სამარცხვინო საქმე _ ბაბუა კაცისგან ახალგაზრდა ოჯახის დანგრევის შესახებ.

ყველაზე მთავარი, რაზეც მინდა საზოგადოებამ გაიგოს, არის ის, რომ თავართქილაძე გამოძიებაში უჩვენებს, იარაღი მამაჩემის ნაქონი იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ, ნაჭერში შეხვეული ეზოში ვიპოვეო. ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი; მამამისი გარდაცვლილია 25 წლის წინ და დაუჯერებელია, მას ასეთი საგანგებო, ბელგიური ქარხნის ნაწარმოები იარაღი, 12 ტყვიით, შეენახა. თუ ნემო და ვასო ტუღუში მოვა ჩემთან, მე მათ პირში ვეტყვი, რომ პირადად ვასო ტუღუშს გელა თავართქილაძესთან ჰქონდა საზიარო ცეცხლსასროლი იარაღი, საზიარო სამსახური, ბიზნესი, საზიარო “ჯიპი”…

მკვლელობის წინა დღეს, 18 თებერვალს და მეორე დღესაც, მკვლელობის დღეს, 19 თებერვალს, ვასილ ტუღუშის მანქანით მოძრაობდა მკვლელი გელა თავართქილაძე. იარაღი ტუღუშისაა. ეს იარაღი მკვლელობამდე 10 წუთით ადრე, ნემო ჩხატარაშვილმა მოუტანა თავართქილაძეს, რომელიც იქვე ქუჩაში შეხვდა ამიკოს და 4 კაცის თანდასწრებით, ყოველგვარი შელაპარაკების და ჩხუბის გარეშე, ესროლა და მოკლა. თუ ნემო და ვასო მოვლენ ჩემთან, მე მათ ვეტყვი, რომ ვასო ტუღუშმა და ამ მაღაზიის მეპატრონემ, ის გოგო, რომლის გამოც მოხდა ყველაფერი, ორჯერ აიყვანეს ოთახში და თხოვდნენ, დაეწერა, რომ მისთვის თავართქილაძეს არაფერი უკადრებია. თუმცა, მათ უარი მიიღეს ამ გოგოსგან და ის მალე სამსახურიდანაც დაითხოვეს.

საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ აქ ნახსენები პირებიდან, ყველა საქმის კურსში იყო და მათ იციან როგორ, რატომ, რისთვის მოკლეს ჩემი შვილიშვილი, რატომ გაიმეტეს ასე.

როცა მკვლელობა მოხდა, გელა თავართქილაძემ გზიდან დაურეკა ვასილ ტუღუშს და უთხრა, არ მოხვიდე, უკვე მოვკალიო. მან ისევ მიაკითხა კახა ვადაჭკორიას, სადაც გაირჩა საქმეები, როგორ უნდა მოქცეულიყო გელა ამის შემდეგ. მე მათ ნებისმიერ დროს შევხვდები, _ ამბობს ამირან პეშკოვი.

აკაკი თოიძე, ადვოკატი, ავთანდილ (გელა) თავართქილაძის ინტერესების დამცველი:

_ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩემი გათვლით, ალბათ, ერთ კვირაში სასამართლო სხდომა უნდა დამთავრდეს. თუ რა შედეგით დამთავრდება, მე ამის წინასწარ პროგნოზირებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ვთვლი და მიმაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, არის მყარი და არგუმენტირებული. ეს იყო ერთი საახლობლოს წრე, ძალიან მძიმე და რთული სიტუაციაა. ჩაიდინა თუ არა გელამ განზრახვით დანაშაული, ამაზე საბოლოო სიტყვას, ბუნებრივია, მართლმსაჯულება იტყვის. როცა ის კანონიერ ძალაში შევა, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ყველანი მას უნდა დავემორჩილოთ. მე რაც შემიძლია გითხრათ და გავაჟღერო, არის ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას, საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ ჰქონია იმის განზრახვა, რომ მის ქმედებას მოჰყოლოდა ასეთი მძიმე შედეგი, ანუ განზრახ მოეკლა ამირან პეშკოვი. წინა დღითაც მოხდა მათ შორის ინციდენტი და გარდაცვლილმა ყავარჯნით სცემა კიდეც გელა.

_ თუმცა ამას არ ადასტურებენ ოჯახის წევრები. ისინი აცხადებენ, რომ ამიკოს არ უცემია გელა და თუ კი იყო ასეთი ფაქტი, მაშინ რატომ დამალესო?

_ მე არ ვიცი, ოჯახის წევრები რას უარყოფენ და რას ადასტურებენ, მე თანავუგრძნობ მათ. თვითონ რასაც აჟღერებენ, ეს მათი პოზიციაა. ჩვენ ვცდილობთ, რომ სასამართლოს და ასევე საზოგადოებას დავანახოთ, რა იყო რეალური სურათი ობიექტურობიდან გამომდინარე.

მე კიდევ შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რასაც სასამართლოზე წარვადგენთ გამოსაკვლევად, დადგენილი წესის თანახმად, ვფიქრობთ, რომ დავარწმუნებთ მართლმსაჯულებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას გელა თავართქილაძეს, აწ გარდაცვლილი პეშკოვის სიცოცხლის ხელყოფა განზრახ არ ჩაუდენია. ეს დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ამას ბუნებრივია, ვერავის თავზე ვერ მოვახვევ. მე ვეყრდნობი იმ ობიექტურ მტკიცებულებებს, რაც საქმეში დევს და რაც არსებობს. მე ვთვლი და მივიჩნევ, რომ გელა თავართქილაძეს ამირან პეშკოვის სიცოცხლის ხელყოფა განზრახვით არ მოუხდენია. მას არ უნდოდა ამ შედეგის დადგომა. ამის დაბეჯითებით თქმა შემიძლია, ოღონდ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი.

რეზო გობრონიძე, დაზარალებულის ადვოკატი: “ის მოწმეები, ვინც არიან, ძირითადად ყველა არის ბრალდებულის ახლობელი, თავართქილაძის უახლოესი სამეგობრო წრე. დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს, 19 თებერვალს, ამიკო და მამისი შეხვდნენ ტუღუშსა და ჩხატარაშვილს. შეთანხმდნენ, რომ შეახვედრებდნენ მხარეებს ერთმანეთს და გაარკვევდნენ საქმეს. ეს ყველაფერი ტელეფონზე შემოსული ზარებით არის დადასტურებული. გამოძიებას უნდა, რომ ეს ყველაფერი ისე წაიყვანოს, თითქოს, სულიერი აღელვების ნიადაგზე მოხდა. როგორ იყო ძლიერი სულიერი აღელვება, ჭიშკართან მისულ კაცს იარაღით დახვდა და ესროლა? ძირითადი მიზანი რა არის? ადრე, როცა გამოძიება დამთავრდებოდა, პროკურატურა დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე და ხელშემწყობ პირობებზე აკეთებდა წარდგინებას. თუ თანამდებობის პირები იყვნენ, მის ზემდგომში აგზავნიდნენ, თუ რიგითი მოქალაქე იყო სოფელს, სამსახურს უგზავნიდნენ, განიხილეთო, თუ პროკურატურა ამას არ გააკეთებდა, სასამართლოს გამოჰქონდა კერძო განჩინება. ოცმა კაცმა იცოდა ამათ შორის დაძაბულობის შესახებ და მაინც და მაინც მკვლელობამდე უნდა მისულიყო საქმე?! მით უმეტეს, აქ ყოფილი თანამდებობის პირები ურევია, ოზურგეთის ყოფილი გამგებელი. 2011 წელს მიიღეს კანონი და ახლა ამოქმედდა, დაზარალებულის ინსტიტუტი აღარ არსებობს. მე როგორც დაზარალებულის ადვოკატი და ფაქტობრივად ვარ _ უფუნქციო, დაზარალებულთან ერთად, კითხვასაც ვერ ვუსვამთ, უბრალოდ, ჩანაწერებს ვაკეთებ, რომ პროცესი სწორად წარიმართოს. თვითონ მოსამართლეს უფლება არ აქვს ან ბრალდების დამადასტურებელი ან რაიმე სახის შეკითხვა დასვას. დაზარალებულის ინსტიტუტი აღარ არსებობს. ამერიკაში ყველა წაგებულ საქმეზე აგებს პასუხს პროკურატურა, ჩვენთან კი – არა. მიანდეს ყველაფერი პროკურატურას. გეტყვით, რომ ეჭვი არ მეპარება ოზურგეთის სასამართლოში, მაგრამ სუსტი რომ არის აქ გამოძიება და მისი მხარე, ეს უდავოა.”

ნემო ჩხატარაშვილი, გელა თავართქილაძის მეგობარი: _ მე ვიყავი სასამართლო პროცესზე, სადაც დამკითხეს და გავეცი პასუხი პროკურორსაც და მოსამართლესაც. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

_ გარდაცვლილის ბაბუა თქვენთან შეხვედრას ითხოვს. ის პირდაპირ გადებთ ხელს, რომ თქვენ მიუტანეთ ცეცხლსასროლი იარაღი გელა თავართქილაძეს. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

_ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, დავამთავრე, რა! არ გავაკეთებ კომენტარს. აზრზე არ ვარ, რა იარაღზეა საუბარი… მე უკვე დავიკითხე სასამართლოზე, არ გავაკეთებ კომენტარს.

მალხაზ სირაძე, ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე: “იყო განზრახ მკვლელობა, ბრალდება წარდგენილია განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარებისათვის. აღნიშნულ ბრალდებას ვუჭერთ მხარს სასამართლოში, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ბრალდება წარდგენილი აქვს ს.ს.კ. 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, 236-ე მუხლის 1, 2, ნაწილის მიხედვით.”

კახა ვადაჭკორია, ფოთის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი: “აბა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ საქმესთან დაკავშირებით? რა სისულელეა, მერე რა. კაცი მოვიდა ჩემთან და გამოვუძახეთ პოლიციას და მივიყვანეთ პოლიციაში, მეტი რა საქმე უნდა გარჩეულიყო ჩემთან, სახლში? ერთი ოჯახიც და მეორეც ჩემი უახლოესი იყო, ძალიან გთხოვთ, … ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი და მეტს ვერაფერს გეტყვით, ბოდიშს გიხდით…”

ვასილ ტუღუში, ბიზნესმენი, ოზურგეთის ყოფილი გამგებელი: _ როგორ უნდა დავადასტურო და რა უნდა დავადასტურო? რომ ცეცხლსასროლი იარაღი იყო ჩემი? ეს ცილისმწამებლური ამბები, როგორ უნდა დავადასტურო? მათ უნდა მიმართონ პროკურატურას მაგ თემაზე. შენ თუ ახლა დაეხმარები, კარგია. ჟურნალისტი ხარ, გზააბნეულ ადამიანებს ჭკუა უნდა ასწავლო. მათ უნდა მიმართონ განცხადებით პროკურატურას, დაწერონ იქ საჩივარი, ის დაადგენს, იარაღი ვისი იყო. ეგ ერთი, მეორე, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ამიკოს ბაბუა გააღიზიანა ჩემმა ჩვენებამ, რომელიც 25 ივლისს მივეცი სასამართლოს, რითაც ყველაფერს ფარდა აეხადა.

_ ბატონო ვასილ, გარდაცვლილის ბაბუა თქვენთან შეხვედრას ითხოვს…

_ მე როგორ და რატომ უნდა შევხვდე ახლა ამიკოს ბაბუას? რა თემაა ეგ? შევხვდე და რაზე უნდა ვესაუბრო? ამ პიროვნებამ არ იცის, რა უნდა თქვას და რა უნდა გააკეთოს. თქვენი გაზეთი რა თემაზე იმუშავებს, აბა მითხარი… (?) თემის სათაური მითხარი, (?) რა იქნება თემის სათაური (?) მართლა მაინტერესებს, ან რა თემაა ეგ? ჟანა, დაფიქრდი ცოტა, ძალიან გთხოვ, გულწრფელად გეუბნები, მე შევხვდე ამიკოს ბაბუას და ვუმტკიცო, გელასთვის იარაღი მე არ მიმიცია,-მეთქი? ახლა ოზურგეთში არ ვიმყოფები, რომ ჩამოვალ, აუცილებლად შეგხვდები და გესაუბრები. ეს არის აბსურდი, რომ მე შევხვდე ამიკოს ოჯახის წევრებს და ცილისმწამებელ ბაბუას. ისე, ერთ რამეს გეტყვით, მე ამირან პეშკოვს ცილისწამებისთვის ვუჩივლებ…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მუსლიმან მრევლს რამაზან ბაირამი მიულოცეს

"ეს არის ჭაობი და ჩვენ ამ ჭაობში ყოფნას დიდხანს არ ვაპირებთ!"

ყველა სიახლე

სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება

20:58; 25.01.2026
მსოფლიო

ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

20:52; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი

20:34; 25.01.2026
მსოფლიო

ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

18:23; 25.01.2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო