და გვირგვინებით შეამკეს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი და ძეგლი-მემორიალი, რომელზეც ამოტვიფრულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოზურგეთელი მეომრების გვარ-სახელები.
მამა ბასილმა პარაკლისი გადაუხადა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ სურგულაძემ აგვისტოს ომში დაღუპული ოზურგეთელები ზაურ თენიეშვილი, თამაზ ჭიტაძე და თემურ ნიკიტინი გაიხსენა, რომელთაგან ერთი, ზაურ თენიეშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. შემდეგ კი იქვე მყოფ ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლ “შვიდკაცასთან” ერთად, “შავლეგო” და აფხაზური “დაჭრილის სიმღერა” შეასრულა.
აღნიშნული ცერემონიალის შემდეგ, ყველა მონაწილემ გვირგვინებით შეამკო თამაზ ჭიტაძის და თემურ ნიკიტინის საფლავი და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გმირების ოჯახების წევრებს.
ავთანდილ სურგულაძემ განაცხადა, რომ 12 აგვისტოს არის ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალების დღე. ამიტომ ამ დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, რატა პატივი მიაგონ გმირის ხსოვნას.