საქმე თვითონ აბსურდულია… იყო ყველაფერი…. ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, სასამართლო დაადგენს სიმართლეს.
ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ახლა ამაზე არ მინდა საუბარი. ყველაფერს სასამართლოზე ვიტყვი” _ განაცხადა ამ წუთებში გირაოთი გამოშვებულმა ვაჟა ნახუცრიშვილმა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ეწ.”ტრაქორების საქმეზე” პატიმრობაში მყოფი კიდევ ორი პირის, ვაჟა ნახუცრიშვილისა და გივი ქაიხოსროშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. შესაბამისი განცხადებით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა.გირაოს სანაცვლოდ პროკურატურამ 15 000 ლარი მოითხოვა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ოღონდ ცვლილებით და 15 000 გირაოს ნაცვლად, თანხის ოდენობად 10 000 ლარი განსაზღვრა.