როგორც გავარკვიეთ დაჭრა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა:
_ დ.მ-ს და მის მეგობრებს ი.ბ-ს და გ.ბ-ს ი.ს. შეხვდა. დ.მ-სა და ი.ს-ს შორის შელაპარაკება მოხდა. ი.ს ამტკიცებდა, რომ დ.მ მისი ცოლის საყვარელი იყო. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რაშიც დ.მ-ს მეგობრები ჩაერთნენ და ი.ს-მ სამივე მათგანს დანით მიაყენა ჭრილობა, _ გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
სამივე დაჭრილი ამ დროისთვის ჩოხატაურის საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. როგორც ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში გვითხრეს, მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები დამნაშავის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით.