შეხვედრის ორგანიზატორი თავად საოლქო კომისია იყო. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, წინასაარჩევნო გარემოსა და არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს. როგორც გაირკვა, ამ დრომდე მთავარ პრობლემად ამომრჩეველთა სიები რჩება. ასევე, არარსებულ მისამართებზე დარეგისტრირებული ამომრჩევლები.
59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ასეთი ადამიანების რიცხვი 314-ია და ეს არჩევნების შედეგებზე რადიკალურ ცვლილებას ვერ მოახდენს.