_ ეს შენიშვნები ჰქონდა ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან “რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის ოფისის თავმჯდომარეს ნატო ქათამაძეს. მისი განცხადებით ქუთაისში უამრავი არარსებული კორპუსია დარეგისტირებული და ასევე ამომრჩეველი, რომლითაც წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბება ხდებოდა. მისი განცხადებით “რესპუბლიკური პარტია” ამ პრობლემაზე დაახლოებით 5 არჩევნების განმავლობაში საუბრობდა და ეს სიახლე არ არის.
_ როგორც აღმოჩნდა პარტიის ეს მოთხოვნები, სრულიად მიუღებელია ქუთაისი 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის. მას მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიცია აქვს და ჰქონდა წლების განმავლობაში და ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ის დღესაც არ ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების მოსაზრებებს და რეალობას რომელიც საარჩევნოდ ბევრ პრობლემას შექმნის, _ აცხადებს ნატო ქათამაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.