არჩეული ფოტოები უსასყიდლოდ გადაეცემა სააგენტოს მათი შემდგომი გამოყენების ნებართვით, საავტორო უფლების დაცვით. მათი გამოყენების დროს, ყოველ ჯერზე ავტორის ვინაობის მითითების პირობით.
ასევე, სექტემბერში იგეგმება ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსებიდან 101 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ეზოში. გაიმართება გამოფენა, სადაც გამოყენებული იქნება ფოტოტურის დროს გადაღებული სურათები.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილება, პროფესიონალური ფოტოაპარატი და თანახმა იყვნენ ლაგოდეხში გადაღებული ფოტომასალა უსასყიდლოდ გადასცენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
ტურში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ტურში მონაწილე ფოტოგრაფების სამუშაო დავალებად განსაზღვრულია შემდეგი სახის ფოტო ჟანრი: მაკრო; პეიზაჟი; პანორამა; ჯანსაღი ცხოვრების წესი; ბიომრავალფეროვნება (მცენარე, ცხოველი, მწერი, ფრინველი).
ფოტოტური ჩატარდება 2013 წლის 23-25 აგვისტოს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.
რაც შეეხება ტურის განრიგს, ის ასეთია:
23 აგვისტო, პარასკევი: თბილისი _ ლაგოდეხი _ მეტეო სადგური (ღამისთევა მეტეო სადგურის კოტეჯში)
24 აგვისტო, შაბათი: მეტეო სადგური _ შავი კლდეების ტბა (ღამისთევა კარვებში)
25 აგვისტო, კვირა: შავი კლდეების ტბა _ თბილისი
ტურში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით, კვებით, გამყოლით, ღამის თევითა და ბარგის გადასატანად საჭირო ცხენებით.