ის ქალაქ ბათუმში ცხოვრობს. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ თვითნასწავლ ხელოვანებს უფრო მეტი ყურადღება ექცეოდეს.
_ ოთხი წელია, დამებადა იდეა, რომ მეკეთებინა ისეთი ნივთები, რომლებიც თავისი დიზაინითა და შეხედულებით იქნებოდა საინტერესო. ერთი წლის წინ დავიწყე იმაზე ფიქრი, ამეშენებინა პატარა ქალაკი ლაზიკა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის აუხდენელ ოცნებაა. მინდა მივმართო მას, „გურია ნიუსის“ საშუალებით მესტუმროს სახლში, რადგან თვითონ გაეცნოს ჩემს მიერ აშენებულ ქალაქ ლაზიკას. ჩემი სურვილია სათამაშო ფაბრიკის გახსნა საქართველოში. მინდა მივმართო მთავრობას, რომ ყურადღებით მოეკიდოს ჩემს აზრს და მხარი დამიჭიროს. ასევე კარგია, ჩემი საქმიანობით ბიზნესმენები დაინტერესდნენ, _ გვითხრა სულხან შაქარაძემ.