მის საფლავთან ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ისევ შეიკრიბნენ.
ციური წერეთელი, ზაზა დამენიას დედა: ზაზას გახსენება დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. ყოველი წელი მიმძიმს მის გარეშე. ყველას ვთხოვ, რომ ამ საკითხს მიაქციონ ყურადღება. როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მინიჭებული გმირის წოდება, იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული და მის მშობელს მარჩენალდაკარგულის სტატუსი ჰქონდეს?
ხათუნა ხუხუნაშვილი, ზაზა დამენიას მეუღლე: 16 აგვისტო ჩემთვის ძალიან ტრაგიკული დღეა. ეს გულისტკივილი, არავინ არ თქვას, რომ გაივლის, ძალიან გვიჭირს ზაზას გარეშე. ყოველთვის მიმძიმს მისი გახსენება და ძალიან მენატრება.
ზაზა დამენიას ოჯახის წევრების თქმით, მის ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.
_ წელს პირველად ამ ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამი დღით მიგვიპატიჟა თავის რეზიდენციაში, ბობოყვათში, მაგრამ ვერ წავედით, რადგან გიორგი (ზაზა დამენიას და ხათუნა ხუხუნაშვილის შვილი) გვყავდა ავად, _ გვითხრეს ზაზა დამენიას ოჯახის წევრებმა.
ზაზა დამენიას ოჯახის წევრები 8 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ელოდებოდნენ, მაგრამ ის იმ დღეს არ ჩამოსულა ოზურგეთში. საქართველოს პრეზინდეტის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია ბანძელაძემ ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა: პირველად მესმის თქვენგან. იმ დღეს საქართველოს პრეზიდენტს ბევრი ღონისძიება ჰქონდა და ნამდვილად არ ვიცი ამის შესახებ.