“მაესტრო” და, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს, “კავკასია” რჩებოდნენ თავისუფალი სიტყვის კუნძულებად.
ამ ყველაფრის ასე მალე დავიწყება ისედაც ცუდი იქნებოდა, მაგრამ ამჯერად სერიოზული შეშფოთების მიზეზი ხდება მამუკა ღლონტის განცხადება: “სამწუხაროა, რომ ხელისუფლების, ერთ-ერთმა ფრთამ, მას შემდეგ რაც ვერ შეძლო “მაესტროს” დამორჩილება დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა ‘წესების გარეშე”.
ეს თუ მართლაც ასეა, ბევრად უფრო დიდი და მძიმე პრობლემის წინაშე ვართ, ვიდრე ერთი ტელევიზიის პრობლემა.
შეიძლება მამუკა ღლონტი აჭარბებს, მაგრამ წაყრუების უფლება არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს, რადგან აქამდე როცა ვიგებდით ხოლმე, რომ მაესტროს ებრძოდნენ და დღისით თუ ღამით ადამიანები გარბოდნენ მის დასაცავად, ეს ბრძოლა ყოველთვის რეალური იყო ხოლმე და ასეთი უამრავი გვახსოვს.
ხოლო თუ მამუკა ღლონტი არ აჭარბებს, რა გამოდის?!
საქართველოში რაც მოხდა, ამის შემდეგ, ამდენი ადამიანის გამწარების შემდეგ, სამართლიანობის მოლოდინის პირობებში, ვითომც აქ არაფერიაო, ხელისუფლების რაღაც ფრთას ტელევიზიის დამორჩილება სურს?!
თუ ასეთი ბოროტი ამბიციების შეპყრობილი ჯგუფი არსებობს, ცხადია, რომ მას ტელევიზიის დამორჩილება იმიტომ სწადია, რომ ხვალ საზოგადოება დაიმორჩილოს! ამის გამოცდილება არსებობს! ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების წიაღში ახალი პოლიტიკური სიმსივნე შლის მეტასტაზებს.
მოვლენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ რომ ყველაფერი მართლაც ასეა. არც ის შეიძლება, რომ შესწავლის გარეშე ვირწმუნოთ ეს სიტყვები და ისიც არაეთიკური იქნება თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე შესწავლის გარეშე დაიწყებენ ამის უარყოფას.
მოკლედ, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა გავიგოთ, რა ხდება “მაესტროზე”, შეიძლება დღეს ეს არის უმთავრესი პოლიტიკური თემა. დაუშვებელია, რომ ხელისუფლების მიმართ ამგვარი ეჭვი არსებობდეს.
P.S. იმედია, დრო არ დაიკარგება “რიჟა ბაზარზე“, რომ დღეს საქართველოში ტელევიზიების მატერიალური მდგომარეობა წარმატებულ და წარუმატებელ მენეჯმენტზეა დამოკიდებული, თორემ ეს თვალებში ნაცრის შეყრას დაემსგავსება. რიჟა ბაზარი არ გვინდა!