ამის შესახებ კომენტარი ადგილობრივი თვითმმართველობაში დღეს გაკეთდა. მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, აუქციონი უკვე დაწყებულია და მისი მეორე ეტაპი 26 აგვისტოს გამოცხადდება, ამ ობიექტების გასხვისებით კი ბიუჯეტს თანხები შეემატება, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოხმარდება. ფინანსურ სარგებელს ადგილობრივი თვითმმართველობაში უკვე მიმდინარე წელს ელიან. აუქციონი საჯარო სახის იქნება და მასში მონაწილეობის უფლება ყველა მსურველს შეეძლება.
როგორც ქუთაისი მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის ხელმძღვანელი, ბესო ცქიფურიშვილი აცხადებს, აუქციონის შემდეგ ქალაქის ბიუჯეტი საგრძნობლად შეივსება.