საარჩევნო კომისიამ წარმატებით დაასრულდა რექტორის არჩევნების ორგანიზება. დაცული იქნა ხმის მიცემის ფარულობა და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, პრეტენზია ან შენიშვნა, რომლითაც საარჩევნო კომისიის მუშაობა უარყოფითად შეფასდებოდა. არჩევნები შედგა აკადემიურ გარემოში და უნივერსიტეტის ახალი რექტორი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის შედეგია.
“ახალგაზრდა ადვოკატებმა”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნების დაკვირვება განახორციელეს. ამასთან, ორგანიზაცია წარმოადგენს დასკვნას, რომელშიც არჩევნების მონიტორინგის შედეგები იქნება მოცემული. დოკუმენტი მოიცავს თსუ-ში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას და 16 აგვისტოს რექტორის არჩევნების შედეგებს. “ახალგაზრდა ადვოკატებმა” თსუ-ს რექტორობის 14 კანდიდატთან ანკეტური გამოკითხვა ჩაატარა. ორგანიზაციამ მოამზადა დოკუმენტი, რომელიც უნივერსიტეტში არჩევნების გამჭვირვალობის საკითხებს ეხება.
“ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ განხორციელებული მონიტორინგი პასუხობს კითხვებს: რექტორის არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია თუ არა არჩევნების გამჭვირვალობის საკითხი, წინასაარჩევნო პერიოდში, კანდიდატებს ჰქონდათ თუ არა შესაძლებლობა საარჩევნო პროგრამა გაეცნოთ უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიური და სტუდენტური საზოგადოებისათვის, წინასაარჩევნო პერიოდისთვის, მოქმედი რექტორატისა და ადმინისტრაციის მხრიდან ხომ არ ყოფილა რექტორობის რომელიმე კანდიდატის მიმართ უპირატესობის მინიჭება, რამდენად ეფექტურად მუშაობდა საარჩევნო კომისია, როგორ შეფასდება საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და კომპეტენტურობის საკითხი და რამდენად მაღალია თსუ–ის აკადემიური საბჭოს ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხი.
“ახალგაზრდა ადვოკატები” მონიტორინგის შედეგებს კვირას გამოაქვეყნებს.