აღნიშნული გზა წყალტუბოს, გვიშტიბს, გუბისწყალს, ახალშენს, დიდკუხს და ხონს გაივლის. ხიდის სიგრძე მდინარე გუბისწყალზე 81 მეტრია, სიგანე _ 5,9. ხოლო მდინარე კუხაზე _ სიგრძე _ 10 მეტრი, სიგანე 7 მეტრია.
პროექტი ეზოებში შესასვლელების, მიერთებების, გაბიონების მოწყობის სამუშაოებს, რკინა-ბეტონის კიუვეტების შეკეთება-გაწმენდას, არსებული სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაციასა და ავტოპავილიონების მოწყობას, ასევე გზის მონიშვნასა და საგზაო ნიშნების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად, არხების გაწმენდა მიმდინარეობს. მილების ჩალაგება 2 კმ-ზე დასრულებულია. ფრაკციის ღორღი დაყრილია 6-კმ-ზე. 17 აგვისტოს კი დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.
პროექტის ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 3 მლნ 689 ათას ლარს შეადგენს.
სამუშაოები დაიწყო 17.06.13 და 30.11.13 დასრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს “ჯ და ჯ” ასრულებს.