როგორც ირაკლი ჯიშკარიანი “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, დღეს ის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა სრულიად უმიზეზოდ გააჩერეს და მოგვიანებით უთხრეს, რომ მისით პროკურატურა იყო დაინტერესებული. ჯიშკარიანი მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს. “გურია ნიუსის” შეკითხვას, რის საფუძველზე შეიძლება დაიბარონ ის პროკურატურაში და რითი იყო სამართლადამცველების საქციელი მოტივირებული, არ პასუხობს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთებისგან და მიზეზებზე საუბრისგან თავს შეიკავებს.
“ფაქტი დღეს მოხდა. ვერ ვიტყვი გადაჭრით. რომ მე მელოდებოდნენ, თუმცა. როცა დამინახეს, ყურადღება აშკარად მომაქციეს. იყოს რაღაც საუბარი _ დეტალურად ვერ ვისაუბრებ. თუმცა, იყო მინიშნებები იმის თაობაზე, რომ პროკურატურას უნდა შენი ნახვაო. რაღაც აბსურდული მიზეზებით გამაჩერეს, მერე სხვა მიზეზებზე გადავიდნენ. თავიდან, თურმე, არ იცოდნენ, ვინ ვიყავი და მერე გაიხსენეს. “ტოიოტას” ჯიპებით იყვნენ, რამდენიმეს სამოქალაქო ფორმა ეცვა დანარჩენები კი პოლიციის ფორმებში იყვნენ. ჩემი აზრი მაგ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ მაქვს და მიზეზებზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუ რამ განაპირობა ჩემი მისამართით მსგავსი მუქარის განხორციელება,” _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ ირაკლი ჯიშკარიანმა.