დაბა ლაითურში მდებარეობს გაზის მაგისტრალური მილსადენი, რომლითაც მარაგდება მთლიანად აჭარის რეგიონი. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის, მამუკა კობახიძის თქმით, “დღეს დაიწყო ლაითური-ურეკის მიმართულებით მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, რომლითაც სოფელი ნატანების გაზმომარაგება, ასევე ურეკის, მაგნეტიტის და შეკვეთილის გაზმომარაგება მოხდება. დღეს დაიწყო ეს სამუშაოები და დამთავრდება 30 სექტემბერს. ეს პირველი ეტაპია, მეორე ეტაპზე მოხდება უშუალოდ სოფლების გაზიფიცირება.”
კახი კალაძე: “დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, სადაც იწყება გაზიფიცირების სამუშაოები. 20 კილომეტრის სიგრძის მილები გაივლის შეკვეთილს და ჩავა დაბა ურეკამდე. ამ ეტაპზე მოხდება 2000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება ამ პროექტის გახორციელებით.”
როდის დაიწყება და დასრულდება გაზიფიცირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელი კომპანია შეასრულეს ამ სამუშაოებს, ასევე, ფლობს თუ არა ინფორმაციას კახი კალაძე ოზურგეთში 23 მარტს სტიქიით დაზარალებულთათვის გამოყოფილ 450 000 ლარის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, ამის შესახებ მალე გესაუბრებით.