“კვირას, 1 სექტემბერს, 13:30 საათზე, საკრებულოსაგან მოვითხოვთ თბილისის ბაღ-პარკების გასხვისებაზე, ასევე, მათ ტერიტორიაზე სამშენებლო და ხეების ჭრის ნებართვების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადებას, ასევე მერიის იმ ქმედებათა კანონიერების რეალურ შესწავლას, რომელთა შედეგად დედაქალაქის და მისი შემოგარენის გამწვანებული ობიექტები “კაპიკებში” იქნა გასხვისებული, ასევე, არსებული მდგომარეობის გამოსწორებისკენ მიმართული სხვა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და არა დროის გაწელვისკენ მიმართულ “საჯარო სეირნობებს” თბილისის ბაღებში!” _ ნათქვამია ლაშა ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved