როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირინა ინარიძემ განუცხადა, სულ დარეგისტრირებული იყო 35 მსურველი. აქედან 24 მოქმედი დირექტორი იყო ჩართული სერთიფიცირების პროცესში. მათგან 18-მა წარმატებით გადალახა ბარიერი. ექვსი კი ბარიერს მიღმა დარჩა. რაც შეეხება გარეშე პირებს, ასეთი სულ შვიდი იყო და ბაარიერი ოთხმა ვერ გადალახა. მომდევნო ეტაპზე დირექტორობის 21 მსურველი გააგრძელებს ბრძოლას.
ირინა ინარიძის თქმით, სერტიფიცირების მეორე ეტაპი იქნება გასაუბრება და ის უახლოეს პერიოდში გაიმართება.