გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. სოფელი თავპანტა კი გარესამყაროს მოწყვიტა. ნაბეღლავში, მოვარდნილი ნიაღვარი სახლებში შევარდა, რის გამოც 3 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. 5 სახლი ქვა-ღორღით არის სავსე. სტიქიის გამო, 16 ოჯახი უწყლოდ არის დარჩენილი. რამდენიმე ოჯახს არც ელექტროენერგია მიეწოდება.
რაც შეეხება სოფელ თავპანტას, ადიდებულმა მდინარემ გზა მთლიანად წაიღო და ამ დროისთვის სოფელი, სადაც 60 კომლი ცხოვრობს გარესამყაროს მოწყვეტილია.











































































