თუმცა, როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლარისა გოგუა აღნიშნავს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება არ არის მზად მათ დასახმარებლად. ამიტომ იპოთეკით დაზარალებულებს სხვა არაფერი დარჩენიათ აქციების და მრავალათასიანი გამოსვლების გარდა, რომელიც როგორც თავად აცხადებს რევოლუციის სახეს მიიღებს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მათი სახლებიდან გამოსახლება და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ არ დარჩეს.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში პარლამენტის წინ სირცხვილის კორიდორს აკეთებენ, რომელშიც, სავარაუდოდ, დეპუტატებს მოუწევთ გავლა.
დაანონსდა მომავალი აქციები _ ხვალ, 15:00 საათზე, იპოთეკით დაზარალებულების აქციები, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ქალაქში გაიმართება და საკმაოდ მრავალრიცხოვანი იქნება, _ აცხადებენ აქციის მონაწილეები.