დაკავებული არიან: ძმები – 1969 წელს დაბადებული რასიმ ო. და 1973 წელს დაბადებული ნამიკ ო., 1990 წელს დაბადებული რაშიდ გ., 1985 წელს დაბადებული გიორგი კ., 1970 წელს დაბადებული რასიმ მ., 1990 წელს დაბადებული ნამირ ი., 1986 წელს დაბადებული ასიფ ხ., 1990 წელს დაბადებული სადრადინ დ., 1962 წელს დაბადებული ჯაბირ ა., 1979 წელს დაბადებული თემურ გ., 1981 წელს დაბადებული აიატ გ., 1964 წელს დაბადებული კარახან გ. და 1978 წელს დაბადებული მეხრალი შ.
დაკავებულებიდან 9 პირი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. 13-ვე პირის დაკავება მათ საცხოვრებელ სახლებში მოხდა. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი, ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული აბები ამოიღეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი ე. წ. “კანონიერი ქურდების” გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. კერძოდ, 8-კაციანი დაჯგუფება კონკრეტულ დავალებებს იღებდა და ასრულებდა რუსეთში მცხოვრები ერთ–ერთი ე.წ. “კანონიერი ქურდისგან”, ხოლო მეორე 5-კაციან დაჯგუფებას მართავდა ე.წ. “კანონიერი ქურდი” ნადირ სალიფოვი, მეტსახელად „გულუ“, რომელიც აზერბაიჯანის საპყრობილეში იხდის სასჯელს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 223–ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი.