_ საქართველოს ხელისუფლებამ ამ თემით დაინტერესება ადრეც გამოხატა და ახლაც მზად არის განიხილოს ეს ინიციატივა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ჩვენ ვადასტურებთ, რომ რკინიგზის აღდგენის საკითხს საქართველოს მთავრობა სწავლობს და მიაჩნია, რომ ესშესაძლოა საინტერესო იყოს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე გასავლელია გრძელი გზა. მათ შორის გასარკვევია არაერთი პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი, ასევე უნდა შედგეს დისკუსია და მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება.
ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია და წინასწარ რაიმე განცხადებების გაკეთება ნაადრევია, _ აღნიშნულია მთავრობის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში.