არ მინდა ეს ეთერში გავიდეს, ნამდვილად დიდ პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და არ მინდა „ნაციონალურ მოძრაობას" გულზე მჯიღი დავაცემინო… _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ სოფელ ნატანებში სიტყვით გამოსვლის დროს.
ნინო ბურჯანაძე აგვისტოში მომხდარ ინციდენტზე საუბრობდა, რომელიც სოფელ ჭელაში არსებული მეჩეთის მინარეთის ტრანსპორტირების დროს მოხდა _ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ინფორმაციას არ ფლობდა იმის შესახებ, შემოიტანეს თუ არა საქართველოში მინარეთის მშენებლობისთვის რკინის ინსტრუქცია.
ნინო ბურჯანაძემ ნატანებში უშიშროების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინსიტროსგან გამოყოფის აუცილებლობაზეც ისაუბრა.