მაგრამ ადგილზე მისულს განემარტა, რომ უქმე დღეებში სასამართლოს კანცელარია არ მუშაობს და ზურაბიშვილს საშუალება აქვს დღის 2 საათამდე სარჩელი შეიტანოს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში, საიდანაც გადაიგზავნება სააპელაციოში.
სალომე ზურაბიშვილი: “ახლა გაირკვა, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა შევიტანოთ და 2 საათამდე უნდა მოვასწროთ. ადრე მითხრეს, რომ შაბათ–კვირას არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა საჩივრის შეტანისას. ჩავთვალოთ, რომ გაუგებრობა მოხდა.”
“საქართველოს გზის” ლიდერი საქალაქო სასამართლოში წავიდა სარჩელის შესატანად.