მან, ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს მთავრობისთვის, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაირღვეს დემოკრატიული პრინციპები და არ მოხდეს კანონის დარღვევა.
ზვიად ძიძიგური: “ჩემთვის არჩევნების ბედი გადაწყვეტილია. როდესაც კვლევების შედეგად გიორგი მარგველაშვილს უკვე აქვს 53%, ეს იმას ნიშნავს, რომ ნდობის ფაქტორი საკმაოდ მაღალია და გამოცდილების გათვალისწინებით, არჩევნების დროს ეს მაჩვენებელი უფრო გაიზრდება. ასევე მოიმატებს ქალბატონი ბურჯანაძის და ბაქრაძის პროცენტული მაჩვენებლებიც. ეს არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და ამიტომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიაროს. მთავრობის წევრები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს გადაცდომები და ყველაფერი კანონის ფარგლებში დასრულდეს.”