საქართველოში ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელის კატერინა ბოლონეზეს, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პოლიტიკურ მრჩეველთა დირექტორის მოადგილის დანიილ ხოშაბოსა და მისი კოლეგების ვიზიტის თემაა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში კონფლიქტზე მორიგი მერვე კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადება.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში კონფლიქტზე მეშვიდე კონსოლიდირებული ანგარიში 2013 წლის მარტში მომზადდა და მასში აისახა დევნილი მოსახლეობის სირთულეები და სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ყველა სიახლე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების, დასაქმების, განათლებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ.