შეხვედრასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა დამენია დაგეგმილ პროვოკაციებზე ალაპარაკდა. მან შეხვედრის ჩამშლელებად “დაიცავი საქართველოს” და “ქალები მშვიდობისთვის” ლიდერები დაასახელა, ხოლო ორგანიზატორად ლაშა ნაცვლიშვილი და მის მიერ ზუგდიდში უკვე გამოგზავნილი რამდენიმე პიროვნება.
ლაშა დამენია: “ჩვენი ინფორმაციით, ლაშა ნაცვლიშვილმა კონკრეტული ადამიანები გამოაგზავნა ზუგდიდში. მათ დავალებული აქვთ დილიდან სოფლის გამგებლების დახმარებით შეაგროვონ ხალხი და პროვოკაცია მოაწყონ. პროვოკაციები იგეგმება “დაიცავი საქართველოს” წევრის კახა მიქაიასა და არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები მშვიდობისთვის” ლიდერის ლალი ანთიას მხრიდანაც.”
როგორც უკვე ცნობილია, ლაშა დამენიამ მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად განცხადებით მიმართა სამხარეო პოლიციას.
დამენიას სიტყვებს უარყოფენ კახა მიქაია და ლალი ანთია. მათი თქმით, ისინი არანაირ პროვოკაციას არ გეგმავენ და ეს ცრუ ბრალდებაა დამენიას მხრიდან.