სამართალდამცველებმა კორნელი მ. ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე „ოპელი“-ს მარკის ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკისას “ა-კა-ემ“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).