რომელიც ყოველდღე უსახლ-კაროდ რჩებიან.
“ხელისუფლება ვალდებულია, იზრუნოს თითოეულ ადამიანზე. მან ეს ვალდებულება აიღო. თუმცა, სანამ ხალხი ქუჩაში არ გამოვა და ხელისუფლებას ხალხის არ შეეშინდება, მანამდე არაფერი გამოვა,” _ განაცხადა აქციაზე უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.
იპოთეკით დაზარალებულები, უკვე ორ კვირაზე მეტია, პარლამენტთან შიმშილობენ. მათი მოთხოვნები უცვლელია _ გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხები.
“დღეს ხელისუფლებაში ბიზნესიდან მოვიდნენ და უნდათ, რაც შეიძლება მეტი მოხვეტონ და ჩაიდონ ჯიბეში. არჩევნებამდე ხელისუფლება ყველას ჰპირდებოდა დახმარებას, ეუბნებოდა, რომ პრობლემა სააკაშვილის საბანკო პოლიტიკის შედეგი იყო. ახლა ვისი საბანკო პოლიტიკის შედეგია ეს? მე ბიძინა ივანიშვილს მის სიტყვებს შევახსენებ, როდესაც ამბობდა, რომ პროექტი ჰქონდა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემა ისე მოგვარდებოდა, არც ბანკი დაზარალდებოდა და არც სახელმწიფო,” _ განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
აქციის მონაწილეები შიმშილს განაგრძობენ _ ხელისუფლებას კი უყურადღებობაში ადანაშაულებენ
“მე თვითონ 45 დღის ნაშიმშილევი ვარ. თბილისში, ივანიშვილის რეზიდენციასთან თავზე ბენზინი გადავისხი და თავის დაწვა ვცადე. პატრიარქი ივანიშვილთან შუამდგომლობას დაგვპირდა. აქციები არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება არ მოგვხედავს,” _ განაცხადა ერთ-ერთმა იპოთეკით დაზარალებულმა ირინე მღვდელაძემ.