სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატი, ორი მჭიდი და 98 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).