მისი განცხადებით, სამუშაოს მაძიებელმა აუცილებელია cv წარადგინოს იმ ვაკანსიაზე, რომელზეც განაცხადს აკეთებს და არაა საჭირო დამატებით ავტობიოგრაფიის დაწერაც.
როგორც ცნობილია, იმ კონკურსანტებს რომელთაც cv-თან ერთად არ ჰქონდათ ავტობიოგრაფია, მერიის შესარჩევი კონკურსიდან მოხსნეს.”არგუსის” ხელმძღვანელის განცხადებით, კანონის თანახმად, აუცილებელია cv და არა ავტობიოგრაფია. აქციას შეუერთდა კონკურსიდან მოხსნილი ერთ-ერთი კანდიდატი გია რატიანი, რომელსაც განაცხადი მერიის”განათლების კულტურის და ძეგლთა დაცვის” სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად ჰქონდა შეტანილი.
ქუთაისის მერიის მუმდივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, კონკურსის ყველა მონაწილეს უნდა წარედგინა ის საბუთები, რომელიც მითითებული იყო და ეს პირობა ყველა კონკურსანტზე ვრცელდება. რაც შეეხება”არგუსის” ხელმძღვანელის მანანა მანაგაძის საკითხს, რომელსაც განაცხადი ვიცე-მერის პოსტის დასაკავებლად აქვს შევსებული, როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, მისი საბუთები კომისიას ჯერ არ განუხილავს.