წყაროს თქმით, ლევან სურმავა, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელია, გუშინ საღამოს საოლქო საარჩევნო კომისიაში მივიდა სიით, სადაც მითითებული იყო თუ ვინ უნდა აერჩიათ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის თანამდებობაზე.
“გუშინ ღამით მოვიდა საოლქოში. საოლქოს წევრების მიმართ საოცარი აგრესია ჰქონდა და მოითხოვდა, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის ადგილზე მისთვის სასურველი პირები დაენიშნათ. ოლქის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. ამასთან, მას ჰქონდა საოლქოსა და საარჩევნო კომისიებში გასამართი პირველი სხდომის გრაფიკი, რაც საოლქოს შიდა დოკუმენტია,“ _ ამბობს “გურია ნიუსთათ“ საუბრისას წყარო.
ცნობისთის, პირველი სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიასა და საუბნო საარჩევნო კომისიაში ორშაბათს 23 სექტემებერს იმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ლევან სურმავას მხრიდან მარტვილის #65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ, მან საოლქოს მიერ საუბნო საარჩვენო კომისიებში წევრების, კონკრეტულად კი ასევე “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დავით ჯამბურიას არჩევა გააპროტესტა.
“გურია ნიუსი“ ამ დრომდე ცდილობს “ქართული ოცნების“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელ ლევან სურმავასთან დაკავშრებას, მაგრამ იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.