ამის შესახებ პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესის თქმით, გაჭირვების შემთხვევაში მისი ნათლულები ამ საიტზე თავიანთი გასაჭირის დაწერასაც შეძლებენ, სხვა ნათლულების მშობლები კი მათ დაეხმარებიან.
“ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება მათი დაბადება და ცხოვრება. ჩვენი ნათლობისას ინათლებიან ის ბავშვები, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ. ღმერთმა მისცა მათ სიცოცხლე, რათა ემსახურონ უფალს, სამშობლოს, ოჯახს და მოყვასსა თვისსა”, _ ბრძანა უწმინდესმა.
ცნობისთის, უწმინდესი დღეს კიდევ 735 ბავშვის ნათლია გახდება.