ვიზიტის ფარგლებში, იგი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. მათ შორის, დაესწრება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის სამიტს და სამართლიანობისა და 2015 წლის შემდგომი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ მიღებას.
ასევე, დაესწრება 2013 წლის კონკორდიას სამიტის გახსნასთან დაკავშირებულ მიღებას.
პრეზიდენტი სააკაშილი ასევე, მიწვეულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის გახსნასთან დაკავშირებულ მიღებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით იმართება.
სამუშაო ვიზიტის დასრულების თარიღი უცნობია.