ფესტივალის ორგანიზატორ ნინო მამფორიას განცხადებით, გახსნითი კონცერტი ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
“ფესტივალი ცენტრალურ მოედანზე კონცერტით გაიხსნება. მოეწყობა მსვლელობა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. მსვლელობა ლამაზი სანახავი იქნება, რადგან ყველა ქვეყნის წარმომადგენლები თავიანთ ნაციონალურ ფორმებში იქნებიან გამოწყობილები. მუსიკალური ფესტივალი “არტ კოლხა“ წელს პირველად იმართება.“- ამბობს მამფორია.
ცნობისთვის, ფესტივალი ოთხ დღეს გაგრძელდება, თუმცა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს კონცერტი არ გაიმართება. ამ დღეს მონაწილეები ღირშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ფესტივალი 29 სექტემბერს გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც კომბინატის კულტურის სახლში გაიმართება.