აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია ავრცელებს. მისივე განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები უცხოური და ქართული ინვესტიციებით დაფინანსდება.
“ამ გრანდიოზული პროექტის ინიციატორი ქართველი ბიზნესმენი თემურ ქარჩავაა. მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების სამინისტროსგან 9 მილიონ 700 ათასი ლარი გამოუყო. ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების დაზოგვის მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად უახლოეს მომავალში სპეციალურ მძიმე ტექნიკის შესყიდვას აპირებს. ჩვენ ძალიან მალე ყველანაირად აღჭურვილი კეთილმოწყობის სამსახური გვეყოლება, სადაც 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება ბიუჯეტს ბევრად იაფი დაუჯდება და დანაზოგი თანხით სოციალური პროექტების განხორციელება მოხდება”, _ განაცხადა თოლორაიამ.