ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მოსმახურების სააგენტო იმ სოფლების მოსახლეობას, ვისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მავთულხლართების აგების გამო დაზარლდა, მიმართავს:
“დაზარალებულმა მოქალაქეებმა უნდა მიაკითხონ ქარელის სოციალური მოსახურების რაიონულ სამსახურს, რათა სახელმწიფომ მათი სოციალური მდგომარეობის ხელახლა შესწავლა და დახმარების დანიშვნის პროცედურები უზრუნველყოს.
რაც შეეხება სოფელ დვანის მკვიდრ გივი მახაჭაშვილს, რომლის შესახებ ინფორმაციაც მედიამ გაავრცელა, სოციალური მომსახურების სააგენტომ შეისწავლა მისი ოჯახის მდგომარეობა და იმის გათვალისწინებით, რომ მისი სახლი და მიწის ნაკვეთები მოექცა მავთულხლართების მიღმა, მას დაენიშნება სოციალური დახმარება,” _ აღნიშნულია განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2 ოქტომბერს, 11:00 საათზე სოფელ დვანის ამბულატორიაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაზარალებული მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები მოეწყობა.