ღონისძიებას სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაია, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და სხვა სასულიერო პირები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსჯავრდებულთა ლექსები სასკოლო-ახალგაზრდული დასის “მარჯანიშვილელების” მსახიობებმა წარადგინეს. ლექსების კრებულის პრეზენტაციის გარდა, მსჯავრდებულები საზოგადოების წინაშე სპექტაკლით წარსდგნენ. აქვე მათივე ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
სოზარ სუბარმა ღონისძიებას, რესოციალიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
“მსგავსი ღონისძიებები წინა ხელისუფლების დროს დავიწყებული იყო, ახლა კი უამრავი ღონისძიება იმართება. მაგალითად, სუხიშვილების კონცერტი, რაც გარეთ ენატრებათ. დღევანდელი ღონისძიება პატიმართა რესოციალიზაციის შემადგენელი ნაწილია. მაისიდან, ქუთაისის #2 დაწესებულებაში, სასულიერო პირების მიერ საგალობლების სწავლება დაიწყო, მსჯავრდებულები დღეს, თითქმის პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ ამ საგალობლებს,” _ განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ანალოგიური სწავლებები სხვა დაწესებულებებშიც მიმდინარეობს.