https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კონსტანტინე შარაშენიძის პასუხები დღემდე უპასუხო კითხვებზე

8:10; 1.10.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

შარაშენიძის სტუმრობის დღეს ოზურგეთს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და საუბარიც სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

_ სხვადასხვა ადგილზე არის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. მაგალითად, ურეკი-შრომის ცენტრალურ გზას სერიოზული ზიანი მიადგა, ასევე სოფელ გურიანთაში. არის რამდენიმე სოფელი, სადაც რამდენჯერმე იყო სტიქია და ზარალი განმეორდა, _ აღნიშნა შარაშენიძემ.

_ ბატონო კოტე, პრევენციულ ზომებს რატომ არ იღებთ? თითქმის ყველა ძლიერი წვიმის შემდეგ ოზურგეთის ცენტრალური ქუჩები იტბორება. მილიონობით ლარი იხარჯება ამ ყველაფრის გამო. თქვენი მოღვაწეობის პერიოდში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა 5 მილიონ ლარს აღემატება. ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე თუ გაკეთდა პრევენციის სახით. თუნდაც ჯებირები, არხები?

_ 20 ივლისს იყო პირველი წყალდიდობა. მანამდე, 23 მარტს იყო ქარიშხალი, რამაც რამდენიმე სახლი სახურავის გარეშე დატოვა. პრევენციულ ღონისძიებებს ვიღებთ, მაგრამ ეს იმდენად მასშტაბურია, რომ ასე უცებ არ კეთდება. ყველაფერს ვაკეთებთ დაგეგმარებით, საპროექტო მონაცემების საფუძველზე. თუ რაიმე კეთდება, აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება ხარისხიანად. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მოდის უხვი ნალექი, მდინარეები კალაპოტში არ ეტევა. აქედან გამომდინარე, ვერც ზღვა ღებულობს, შესაბამისად ის პატარა არხებიც ივსება და დატბორვის შედეგად ზიანდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ძირითადად მაინც სანიაღვრე არხების პრობლემაა, რომელიც წლების მანძილზე არ იწმინდებოდა და ასე უცებ ვერ იქნება.

_ ჩვენ მილიონებზე ვსაუბრობთ… თქვენი ოპონენტები ბოლო პერიოდში ღიად გაკრიტიკებენ. უფრო მეტიც, გადანაშაულებენ, რომ თანხები რომელიც იყო გამოყოფილი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, მიითვისეთ და არამიზნობრივად დახარჯეთ…

_ მათი საუბრიდან თუ ვიმსჯელებთ, ესენი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ აზრზე არ არიან რა ხდება დღეს ამ სისტემაში, როგორ ხდება ამ ყველაფრის ანგარიშსწორება, რანაირი სამართლებრივი პროცედურებია საჭირო. ასე რომ, მაგ ადამიანებს თუ აქვთ სერიოზული ეჭვი და რა თქმაუნდა, აქვთ, შეუძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში შესაბამის სამსახურებთან ერთად ასეთი ბრალდება დაამტკიცონ.

_ ამ ადამიანების ნაწილი საკრებულოს წევრები არიან….

_ მერე რა, რომ საკრებულოს წევრები არიან. ის ადამიანები, რომლებიც ჩემს მიმართ მსგავს ბრალდებებს გამოთქვამენ, შემთხვევით არიან საკრებულოს წევრები.

_ ლელა ნაცვალაძეზე და დიმიტრი კვერღელიძეზე საუბრობთ?

_ კი ბატონო, შეიძლება.

კონსტანტინე შარაშენიძემ შეკითხვას, როგორ შეიძლება ადამიანი შემთხვევით აღმოჩნდეს საკრებულოს წევრი, არ უპასუხა და სხვა თემაზე გადასვლა არჩია.

“გურია ნიუსის” ოფიციალური გვერდის, www.gurianews.com-ის საშუალებით თამარ დოლიძე დაინტერესდა რას ნიშნავს კარგი მენეჯერი.

“რამდენიმე თქვენს ინტერვიუში, ამბობთ, რომ კარგი მენეჯერი ხართ. იქნებ აგვიხსნათ რას ნიშნავს კარგი მენეჯერი? და ასევე, ხომ არ გავიწყდებათ, რომ მენეჯერის პირველი მახასიათებელი ნიშანი ემოციური სტაბილურობა და თვითკონტროლია, რომელსაც ვერ ამჩნევენ. ჟურნალისტებთან კონფლიქტი და სხვათა აუგად მოხსენიება, ლანძღვა და ადამიანთა დისკრედიტაცია მხოლოდ დანაშაულია. გახსოვდეთ ეს” , _ მოგვწერა დოლიძემ, რომლის საპასუხოდ შარაშენიძემ აღნიშნა, რომ თავს კონტროლს კარგად უწევს._ ჩემს თავს ძალიან კარგად ვუწევ კონტროლს, თმენის ვალდებულება, რომელიც გამგებელს აქვს გათავისებული. მაქვს, პატარა ემოციური ფონი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი მენეჯერულ, ყოველდღიურ საქმიანობაში აისახოს და ხელი შემიშალოს რაიმე საქმის განხორციელებაში. კარგი იქნებოდა თუ ქალბატონი თამარი ან ვინც იქნება, მოისმენდა, რაზე მოხდა ჩემი აღშფოთება. სავარაუდოდ, საკრებულოს სხდომაზეა საუბარი….

_ იქ ცოტა აღშფოთებას არ ჰქონია ადგილი… ყვირილი, ლანძღვა, შეურაცხყოფები…

_ არავინ გამილანძღავს. ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ჩემზე რაღაც აბსურდული ბრალდებები, ამ ბრალდებებს ვუპასუხე.

ტელეფონის საშუალებით კონსტანტინე შარაშენიძეს ჰკითხეს, სად ხედავს თავის მომავალს.

_ “დღეს სახელისუფლებო ფლანგი გაყოფილია ორ ნაწილად. ესენი არიან :გაყოყოჩებულები და გაბოროტებულები. მე მიმაჩნია, რომ ერთიც და მეორეც საქართველოს უბედურებაა. ვუსვამ კითხვას კოსტანტინე შარაშენიძეს, ოზურგეთის სირცხვილს, ამ შემთხვევაში სად მოიაზრებს საკუთარ თავს?”

_ მართალია, ამ კითხვის ავტორს საკუთარი ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა სავარაუდოდ, ის შარაშენიძის ოპონენტი გახლდათ.

_ ესენი ოპონენტები არა არიან. ესენი არიან ხელმოცარული ადამიანები. ოპონენტობა და ჯანსაღი კონკურენცია ეს არის ცივილური, ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული ფორმა და ოპონენტებისა და ოპონირების გარეშე ღმერთმა ნურავინ ნუ აცოცხლოს. ცალმხრივად და ერთპიროვნულად ადამიანები საქმეს როცა წყვეტენ, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორიც მხოლოდ მათ მიაჩნიათ. ამიტომ საჭიროა ოპონირება, მაგრამ ეს ხალხი არ არიან ჩემი ოპონენტები. ყველა ჩემ ოპონენტთან და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებთან შემიძლია საუბარი, მაგრამ ამ ხალხს რაღაც ბოღმა აწუხებთ.

_ თქვენ თავს სად მოიაზრებთ?

_ ჩემი სამშობლოს, ჩემი რაიონის და ჩემი ხალხის გვერდით. აბა, სად უნდა მოვიაზრებდე?

_ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, კოალიციაში ბევრი იყო აქტიური ადამიანი, თუმცა, არჩევნების შემდეგ მხოლოდ თქვენი დამსახურება გამოჩნდა. რატომ მაინცდამაინც კოტე შარაშენიძე? იმიტომ, რომ ის პრემიერის ძმის კანდიდატურა იყო?

_ სანამ შტაბის უფროსად დავინიშნებოდი, მახსოვს, რომ თქვენ სვამდით მაგ შეკითხვას. რატომ არ დამთავრდა ეს თემა. ადამიანმა გითხრათ მაშინ, რომ ეს არის ოზურგეთის კადრი.

_ თქვა, რომ მისი კადრიც იყავით…

_ მას არ უთქვამს ასე. მან თქვა, რომ როცა შემეკითხეს, დადებითი პასუხი გავეცი.

_ ადიკო ივანიშვილმა დააკონკრეტა, რომ რეკომენდაცია გაგიწიათ…

_ მერე რაა რეკომენდაციის გაწევა?!

_ პრემიერის ძმის რეკომენდაციის გაწევა, მგონი, არ არის ისეთი თემა, რომელსაც გვერდი უნდა ავუაროთ…

_ რა თქმა უნდა, დადებითია, როცა პრემიერის ძმა რეკომენდაციას გიწევს, მაგრამ მე “ქართულ ოცნებაში” ჩემი ხედვით და სიტყვით მოვხდი.

_ რატომ პატიობენ კოტე შარაშენიძეს ამდენ რამეს? იარაღის თემა, აქციები, კორუფციის შესახებ ბრალდებები…

_ ჩემს პიროვნებას უპირისპირდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ყველა დროში, ყველა არჩევნებში რაღაცის გამო იმყოფებოდნენ. თუ ვინმეს რამის კეთება უნდა, თუ ვინმეს რამე მონაწილეობის მიღება უნდა, დივიდენდი უნდა შესძინოს მუნიციპალიტეტს და თავისი თავი რაღაცაში მოახმაროს. ვინმეს უარი ვუთხარი? წამოვიდნენ, ნახონ, დილიდან საღამომდე რას ვაკეთებ.

_ მალე ივანიშვილი მიდის, რას იზამს კოტე შარაშენიძე და რა დამოკიდებულება გაქვთ პრემიერის ამ განცხადების მიმართ?

_ პრემიერი როცა წავა, მერე ვილაპარაკოთ ამაზე. სანამ პრემიერი პრემიერია და სანამ ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. ჩვენ ვარ იმ გუნდის მიმდევრები, რომლებიც იმ პოლიტიკას ვახორციელებთ, რომელიც არის ორიენტირებული ხალხზე. მინდა გითხრათ, რომ მე ვარ კმაყოფილი და ის ხალხია კმაყოფილი, ვისაც ჩვენი მხრიდან ეწევა დახმარება. პრობლემები ბევრია გადასაჭრელი, ამისთვის მზად ვართ, მაგრამ უცებ არაფერი არ იქნება. ვიღაცეები რაღაცეებს რომ იძახიან ეს ნამდვილად მიუღებელია.

_ თქვენ გამგებელი ხართ და ყველა ადამიანის აზრი უნდა იყოს მისაღები…

_ ჩემთვის მიუღებელი რა არის და რა არა, ეს ჩემი პრობლემაა. როგორც გამგებელი, მე თუ რამეს ვაშავებ და ვაფუჭებ, არსებობს სამსახურები, რომლებიც ამ ყველაფერს აკონტროლებენ. არ ვაპირებ შეცდომების დაშვებას, თუ კი რაიმე არ მოხდება ისე, ეს იქნება ჩემი ბრალი. არ ვაპირებ ისეთი გამგებელი ვიყო, რომ ვინმემ თითი მომიშვიროს. მინდა რომ ჩემი შესაძლებლობები და ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს და ჩემს რაიონს. ამ ყველაფერში როცა მონაწილეობას ვღებულობ, ეს მე მსიამოვნებს, მიხარია, რომ ამ მშენებლობაში ვარ ჩართული…

_ და პრემიერის გუნდშიც?

_ რა თქმა უნდა.

_ პრემიერის გუნდს როცა ვახსენებთ, ამ გუნდის ნაწილად განიხილება ზვიად კვაჭანტირაძეც, რომელთანაც თქვენი ღია დაპირისპირება ყველასთვის ცნობილია. რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი?

_ ნამდვილად გეტყვით სიმართლეს. არაფერში მჭირდება რაიმეს მოგონება. ჩვენ ვიყავით ერთად, ერთ საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ ასე მოხდა. ვცადეთ ამის მოგვარება, მაგრამ არ მოხერხდა.

_ უმიზეზოდ არ შეიძლება ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ…

_ თუ რამე კომენტარი აქვს ჩემს მიმართ, თქვას.

_ გააკეთა მან ეს კომენტარი.

_ ამ ადამიანს სხვა აზრები გააჩნია…

_ კონკრეტულად რაში გდებთ ბრალს?

_ ძალიან ადვილად იჯერებს ვიღაცეების აზრს. მუდმივად ფეისბუქშია ჩართული, სადაც ვისაც არ ეზარება, ყველა რაღაცას ჩემზე წერს. ბატონი ზვიადი ამას იჯერებს. მე ნამდვილად არა მაქვს იმის დრო, ასეთ ინტრიგებში ჩავერთო. ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე საკეთებელი და ჩემს ოპონენტებს ვუთვლი, რომ მოვიდნენ და ამ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა. დარწმუნდებიან ისინი თუ არ დარწმუნდებიან, შემდეგ ილაპარაკონ.

_ ბაღებზეც მინდა გკითხოთ. ამბობენ, რომ ბაღებში არაპროფესიონალები მუშაობენ. გარდა ამისა, გასულ წელს, პოლიტიკური ნიშნით ბევრი პედაგოგი გაათავისუფლეს, თუმცა მათი შემდგომი ბედით არავინ დაინტერესებულა…

_ ის ადამიანები, რომლებსაც პრობლემა ჰქონდათ იმ პერიოდში ჩემთან უნდა მოვიდნენ. არავის არ ეკრძალება დღეს ჩვენთან მოსვლა.

_ მაინდამაინც უნდა მოსულიყვნენ? თქვენ არ დაინტერესებულხართ ამით?

_ ამ გარდამავალ პერიოდში, ამ ჩასაფრების პერიოდში საბოტაჟზე მიდის ნაციონალური მოძრაობა, ეს ყველაფერი ბრძოლას და ენერგიას მოითხოვს. მიმდინარე საკითხებია, უამრავი სოციალური პრობლემაა. მემკვიდრეობად გვხვდა მძიმე ინფრასტრუქტურა. მაგალითად, შენობები, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა წლებია დაუმთავრდა. ამ ეტაპზე სამი ბაღი ჩაგვისვეს კაპიტალურ რემონტზე. ყველაფერი ექნებათ ბავშვებს. 2014 წლის ბიუჯეტის ფორმირებაზე, რომელზედაც პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობა, ჩვენ დავგეგმავთ ბიუჯეტს სწორად.

_ საკრებულოს დეპუტატის, თემურ ქინქლაძის განცხადებით, ოზურგეთის ბაღებში არაპროფესიონალები მუშაობენ.

_ ბატონ თემურს თუ რამეზე აქვს პრობლემა, ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს საკრებულოს თავმჯდომარესთან, შევიდეს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან, დააყენოს ეს საკითხი და თუ საკმარისი არ იქნება, მოვიდეს ჩემთან და ამ ყველაფერს მივხედავთ. ნამდვილად ვაპირებთ ამ კუთხითაც მუშაობას.

_ გასულ კვირას, ოზურგეთის საკრებულოს სხდომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა. თქვენი სარეზერვო ფონდიდან ავტომობილების რემონტისთვის იხარჯება თანხები. არადა, სარეზერვო ფონი სხვა რამისთვის არსებობს…

_ სარეზერვო ფონდი არის ბიუჯეტის ორი პროცენტი. ეს თანხა უნდა დაიხარჯოს საჭიროების მიხედვით და ჩვენ ამ თანხას ვხარჯავთ საჭიროების მიხედვით. სარეზერვო ფონდს არ სჭირდება არანაირი დებულება. იგი იხარჯება საჭიროების შემთხვევაში. საბურავების შეძენა იქნება ეს თუ ოპერაციისათვის თანხა შეჭირვებული ოჯახისთვის. ჩვენ დახარჯული უნდა გვქონდეს 150 ათასი ლარი, მაგრამ დახარჯულია 110 თუ 120 ათასი ლარი. კიდევ გვაქვს 80 ათასი ლარის რეზერვი. არ ვაპირებთ მოსახლეობას და ბიუჯეტს პრობლემები შევუქმნათ.

ჩვენი აუდიტორია შარაშენიძისგან დაინტერესდა, რა ბედი ელის ისტორიულ მუზეუმს, რომელიც ავარიულია და ექსპონატები ფუჭდება; როდის ექნება ოზურგეთს უწყვეტი წყალმომარაგება…

_ ჩვენ დღეს გვაქვს აბსოლუტურად მოშლილი ინფრასტრუქტურა. პირადად ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაქვს შეთანხმებული, რომ ნოემბერში გამოცხადდება პროექტზე ტენდერი, წარვადგენთ პროექტებს ასკანის, კონჭკათის წყალსადენების მოწყობაზე და ა. შ. დღეს თუ 10 მილიონს ავითვისებთ მომავალში 30 მილიონს ავითვისებთ, იმიტომ რომ მთავრობა უარს არ გვეუბნება თუ ეს მოთხოვნა ჩემი მხრიდან არის არგუმენტირებული და მე ამას ვამტკიცებ. ჩვენ ფული გვჭირდება იმიტომ, რომ ვაკეთებთ საქმეს, _ აღნიშნა შარაშენიძემ, რომლის განმარტებით სამუზეუმო ექსპონატებს პრობლემა არ შეექმნება.

_ ბატონო კოტე, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ოზურგეთში პრემიერი ჩამოვა და ოზურგეთში არსებულ, დაძაბულ სიტუაციას პირადად გაეცნობა…

_ ჩვენთან არანაირი დაძაბულობა არ არის, დაძაბულობა იქნება მაშინ, როცა საქმე არ კეთდება. და საქმე კეთდება. დაძაბულობას იმას თუ ვეძახით რომ ზვიად კვაჭანტირაძე აღშფოთებულია, ეს დაძაბულობა არ არის.

_ არ აქვს აღშფოთების მიზეზი?

_ მოვიდეს და ჩაიხედოს იმ საქმიანობაში რომელსაც მუნიციპალიტეტი ეწევა ამ 8 თვის მანძილზე. დავდივარ, ხალხს ვხვდები. პრობლემის წინაშე პირდაპირ ვდგებით მეც ჩემი სამსახურებიც, მოსახლეობაც და კოორდინებულად და შესაბამისად ვწყვეტთ ამ პრობლემებს. ჩემი მხრიდან ცუდ ურთიერთობაში არ ვიმყოფები არავისთან. არაფერი დანაშაული არ მიმიძღვის არავისთან. მსიამოვნებს და მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ორიენტირებულია საქმეზე. დაინახავს ხალხი ჩვენს საქმიანობას და შეაფასებს. არ დაინახავს და ჩვენ რა ,ძალით ვუთხრათ რამე ან დავაძალოთ?

_ გიშლით თუ არა ხელს ზვიად კვაჭანტირაძე მუშაობაში?

_ მე ხელს არავინ მიშლის. თუ ვინმეს უნდა ჩემი საქმიანობის შესწავლა, არავისთვის არის ეს დამალული და ეს აბსტრაქტული ბრალდებები შეინახონ თავისთვის. ხელისუფლების სამსახურებიდან ვერ ვხედავ გულგრილობას. ჩვენ გამადიდებელი შუშით გვაკვირდება ევროპა და ამერიკა, ყველაფერი ერთბაშად ვერ იქნება, ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილია თავისი ძალაუფლებით. არ “აწყობთ” ქართული ოცნების წარმატება, ეს ფაქტია. ამ ყველაფერს მოევლება და დაიწყება აღმავლობა, _ აღნიშნა შარაშენიძემ.

აღნიშნული გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჩვენ ვებ გვერდზე _ გადაცემა “დასვი შეკითხვა!”

ვინ გსურთ იხილოთ მომდევნო გადაცემაში და რომელ თანამდებობის პირთან გაქვთ ყველაზე მეტი შეკითხვა მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე 551 373636 ან გურია ნიუსის ვებ გვერდზე:www.gurianews.com

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ამერიკელი კონსტრუქტორები ქართველ მანდატურებს ტრენინგებს უტარებენ

"მერცხალის" წარუმატებლობის მიზეზი _ არასაკმარისი ხელფასები თუ გაბერილი შტატები

ყველა სიახლე

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025
სამართალი

“გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ, მფარველობდა” _ რატომ დააკავეს ლილუაშვილი

11:36; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს: რას ედავება საგამოძიებო უწყება სუს-ის ყოფილ უფროსს? – ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში

11:31; 23.12.2025
პოლიტიკა

აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება _ ირაკლი კობახიძე

10:08; 23.12.2025
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

10:07; 23.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

10:03; 23.12.2025
ზაფრანი

როგორ გადავარჩინოთ გაფუჭებული საჭმელი?

9:59; 23.12.2025
ზაფრანი

რა ხდება ორგანიზმში ყავის მიღების შემდეგ

9:57; 23.12.2025
ზაფრანი

მათთვის, ვინც დიეტაზეა

9:55; 23.12.2025
ზაფრანი

რომელი სახეობის თევზი უნდა მივირთვათ

9:54; 23.12.2025
საზოგადოება

გარდაბანში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა

23:56; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს გირაო შეეფარდა

21:29; 22.12.2025
მსოფლიო

ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

19:47; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო