https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ადგილობრივი თვითმმართველობა და გამჭვირვალობის ვალდებულება

8:10; 1.10.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ის პრინციპებია, რომლებითაც უნდა ხელმძღვანელობდეს თავის საქმიანობაში ნებისმიერი დონის (მათ შორის _ ადგილობრივი) ხელისუფლება. სწორედ მათი დაცვის მხრივ არსებული სიტუაცია განსაზღვრავს შესაბამისი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იმის თაობაზე, რეალურად თვითმმართველობა ემსახურება ხალხს თუ, პირიქით, ხალხი _ თვითმმართველობას.

ამჟამად წარმოგიდგენთ გამჭვირვალობის კუთხით საკრებულოს საქმიანობის ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის ზოგად ანალიზს; ანალიზი დაფუძნებულია 2013 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე.

მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით.

მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება საკრებულოს, ასევე, საკრებულოს კომისიათა სხდომების შესახებ

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რასაც კანონი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, _ ესაა საკრებულოს, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს, ვალდებულება, ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას _ აგრეთვე სხდომის, ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ. ფაქტობრივად, იგივეს იმეორებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოთა დებულებებიც, რომელთა თანახმადაც, ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც (იხ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება, მუხ. 47.2 და 135, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება, მუხ. 133); ამასთან, ეს ინფორმაცია საკრებულოს აპარატის მიერ გამოქვეყნებული უნდა იქნას: 1) ოზურგეთის შემთხვევაში _ საკრებულოს ვებგვერდზე, აგრეთვე, უნდა გამოიკრას მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს შენობასთან ან შენობის შიგნით განთავსებულ სპეციალურ სტენდზე და გამოქვეყნდეს გაზეთში; 2) ჩოხატაურის შემთხვევაში _ საკრებულოს ვებგვერდზე, აგრეთვე, უნდა გამოიკრას საკრებულოს და გამგეობის (ამჟამად _ მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს) რწმუნებულის შენობასთან (შენობაში) განთავსებულ სპეციალურ სტენდზე.

მესამე კვარტლის მონაცემებით, ორივე მუნიციპალიტეტის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის მსგავსი ტიპის ინფორმაცია, როგორც წესი, ძირითადად, მხოლოდ საკრებულოს მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე ქვეყნდება; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაცია დამატებით კიდევ საკრებულოს ვებგვერდზე იტვირთება (რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იგი თავის ოფიციალურ ვებგვერდს ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არ ან ნაკლებად ამუშავებს). არადა, აუცილებელია, რომ ამ სახის ინფორმაციული მასალა უშუალოდ თვითონ საკრებულოთა მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ქვეყნდებოდეს. ინფორმაციის ამგვარი, მეტ-ნაკლებად ეფექტიანი გამოქვეყნება საშუალებას მისცემს საზოგადოებას, რომ მუდმივად ინფორმირებული იყოს საკრებულოს მომავალი სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ; შესაბამისად, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შესაძლებლობა ექნება, შეუფერხებლად დაესწროს საკრებულოს სხდომებს, რაც, საბოლოო ჯამში, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოსახლეობის პრაქტიკული ჩართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ ორივე მუნიციპალიტეტში დღემდე პრობლემად რჩება საკრებულოს კომისიის სხდომის შესახებ საზოგადოების ინფორმირების საკითხი. როგორც წესი, კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს საკრებულოს აპარატს, რომ ამ უკანასკნელმა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც უზრუნველყოს შესაბამისი ცნობის გამოქვეყნება საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ. ამ მხრივ, როგორც ჩოხატაურის, ისე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული პრაქტიკა არცთუ სახარბიელოა: მიუხედავად იმისა, რომ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარეებს ჩვენ მიერ ცალ-ცალკე მიეწოდათ საკმაოდ დეტალური რეკომენდაცია საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიათა პრაქტიკული ფუნქციონირების ამ და სხვა მნიშვნელოვან მოთხოვნათა შესრულების აუცილებლობასთან დაკავშირებით, დღეისათვის, ამ მუნიციპალიტეტებში მსგავსი ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებთან მიმართებაში ან საერთოდ არ ხდება, ან თუ ხდება (ერთეულ შემთხვევებში), ამას მეტისმეტად უსისტემო და ფრაგმენტული ხასიათი გააჩნია (თუმცა, ცნობის სახით, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ, ამ კუთხით, ორივე მუნიციპალიტეტში ყველაზე უფრო მოწესრიგებულია და სხვებთან შედარებით, გამართულად ფუნქციონირებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია). შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ არ არსებობს საკრებულოს კომისიის სხდომებზე ჩვეულებრივი, რიგითი მოსახლეობის წარმომადგენელთა დასწრებისა და მონაწილეობის ფაქტები. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში სასწრაფოდ მოწესრიგდეს თუნდაც მხოლოდ საკრებულოს კომისიების სხდომათა შესახებ საზოგადოების, დადგენილი წესით, ინფორმირების საკითხი.

საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტების გამოქვეყნება

როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების უმთავრეს გამოხატულებას მის მიერ სამართლებრივი, განსაკუთრებით კი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მიღება წარმოადგენს. თავის მხრივ, ეს ნორმატიული აქტები მოსახლეობაზე, მის ინფორმირებაზე უნდა იყოს გათვლილი. ისიც უდავოა, რომ რიგით მოქალაქეებს უპრობლემოდ უნდა მიუწვდებოდეს ხელი მათზე და თავისუფლად უნდა შეეძლოს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მისაღები აქტების პროექტებისა თუ მიღებული აქტების გაცნობა. ამის ყველაზე ადვილი და მოსახერხებელი გზა მათი გამოქვეყნებაა.

საკრებულო, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია, მის მიერ განსახილველი ნორმატიული აქტის _ საკრებულოს დადგენილების პროექტები რეგულარულად გამოაქვეყნოს; ამასთან, გამოქვეყნებიდან არანაკლებ ოცდღიანი ვადა მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული საიმისოდ, რათა ამ ხნის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის გაცნობის, თავისი შენიშვნების, მოსაზრებებისა და წინადადებების წერილობით წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხთან პირდაპირ და უშუალო კავშირშია კიდევ ერთი კანონისმიერი, არანაკლებმნიშვნელოვანი მოთხოვნა _ კერძოდ, საკრებულოს ვალდებულება, საზოგადოების წინასწარი ინფორმირების მიზნით, ნორმატიული აქტის პროექტებთან ერთად, დადგენილი წესით (კერძოდ, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო დაფებზე, ხოლო ოზურგეთის შემთხვევაში _ დამატებით კიდევ ადგილობრივ გაზეთში), გამოაქვეყნოს ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება, წარდგენილი იქნას მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

რა შეიძლება ითქვას ამ კუთხით?

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მესამე კვარტალში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი არ გამოუქვეყნებია. ერთადერთი, რაც საკრებულომ ამ მიმართულებით გააკეთა, ის იყო, რომ მან თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის II კვარტლის (ექვსი თვის) ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა, რომელიც, თავის მხრივ, საკრებულოს ნორმატიულ აქტს არ წარმოადგენს.

საკრებულოს დადგენილებების პროექტების გამოქვეყნების თვალსაზრისით, მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, თავი დიდად არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “მოუკლავს”. ერთადერთი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც საკრებულომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, _ ეს “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს დადგენილების პროექტი იყო.

ასე რომ, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში დღემდე აქტუალური რჩება საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტების უშუალოდ საკრებულოს მიერვე დადგენილი წესით გამოქვეყნების საკითხი. არადა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომ და მისმა აპარატმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყონ საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში შემავალი ყველა საკითხის პროექტის, მინიმუმ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სისტემატური განთავსება. ეს საშუალებას მისცემს საზოგადოებას, რომ მისთვის საინტერესო ინფორმაცია ოპერატიულად იყოს ხელმისაწვდომი უშუალოდ საკრებულოში მიუსვლელად, ასევე რეგულარულად იყოს ინფორმირებული საკრებულოს სხდომების, მისი საქმიანობის, მნიშვნელოვანი პროგრამებისა თუ ინიციატივების შესახებ.

საკრებულოს ვებგვერდი _მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელოვანი მექანიზმი

როგორც წესი, თვითმმართველობების შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს გააჩნდეს და გამართულად ფუნქციონირებდეს თავისი ოფიციალური ვებგვერდი და მისი მეშვეობით ხდებოდეს საკრებულოს საქმიანობის შესახებ მოსახლეობის რეგულარული ინფორმირება. ამასთან, ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც საკრებულოს საქმიანობას შეეხება, ოპერატიულად უნდა იდებოდეს ვებგვერდზე და, საერთოდაც, მიზანშეწონილია, თუკი ვებგვერდი თანდათან შეივსება საკრებულოს საქმიანობის ამსახველი ყველა საჯარო ინფორმაციიით (მათ შორის, საკრებულოს სამართლებრივი აქტები, სამართლებრივი აქტების პროექტები, საკრებულოს სხდომის ოქმები, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, საკრებულოს კომისიების სხდომათა ოქმები, ინფორმაცია საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიის მორიგი სხდომის შესახებ…). ეს საშუალებას მისცემს საზოგადოებას, რომ მისთვის საინტერესო ინფორმაცია ოპერატიულად იყოს ხელმისაწვდომი უშუალოდ საკრებულოში მიუსვლელად, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ამ მხრივ, სიტუაცია ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში შემდეგნაირად გამოიყურება:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი, ასე თუ ისე, პერიოდულად ახლდება ახალი ინფორმაციით და, შესაბამისად, საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის საკმაო ნაწილი განთავსებულია და ხელმისაწვდომია მასზე. თუმცა ადგილი აქვს ხარვეზებსაც (მაგალითად, არ ხდება საკრებულოს ყველა სამართლებრივი აქტის, ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების სხდომათა შესახებ ინფორმაციული მონაცემების გამოქვეყნება, გასაახლებელია ვებგვერდზე ატვირთული სამართლებრივი აქტების ბაზა და ა.შ.).

რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აქ ოფიციალური ვებგვერდის კუთხით, ცოტა არ იყოს, უცნაური მდგომარეობაა: საკრებულოს დებულებაში (იხ. მუხ. 108) მის ოფიციალურ ვებგვერდად მითითებულია www.chokhatauri.org.ge, რომელიც კარგა ხანია არააქტიურია; პრაქტიკულად, საკრებულო, ოფიციალური ვებგვერდის სახით, შემდეგ ინტერნეტ-მისამართს იყენებს _ www.chokhatauri.ge შეუსაბამობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს საკრებულოს დებულებაში. საკრებულოს ფაქტიური ვებგვერდის ფუნქციონირების კუთხით კი, შეიძლება ითქვას ის, რომ ვებგვერდზე გარკვეული სახის ინფორმაციის პერმანენტული ატვირთვის მიუხედავად, ძირითადში ჩავარდნებს განიცდის მასზე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის რეგულარულად განთავსების საკითხი, როგორიცაა: საზოგადოებრივი დარბაზის, საკრებულოს/საკრებულოს კომისიების სხდომების შესახებ ინფორმაცია, საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები და სხვ.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

როგორც წესი, კანონი ნებისმიერ მსურველ და დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას, წერილობითი განცხადებით მიმართოს თვითმმართველობის ორგანოებსა თუ თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან მისთვის საინტერესო, ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაცია. ამასთან, საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ. კანონი მხოლოდ სამ გამონაკლის შემთხვევას იცნობს, როდესაც საჯარო დაწესებულებას მოთხოვნილი ინფორმაციის გასაცემად შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს ათ დღემდე ვადისა. კერძოდ, საჯარო ინფორმაცია არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა გაიცეს, თუ მის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. ამ სამი გამონაკლისი შემთხვევისა გარდა, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაცემას ექვემდებარება.

მკითხველისთვის, ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თუ როგორია, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წლის განმავლობაში არსებული სიტუაცია.

აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში საკრებულოდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მიღებისას რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას ან კანონდარღვევას არ შევხვედრივართ _ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველნაირად ცდილობს, დროულად გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

ამ მხრივ, სასიკეთო ძვრები შეინიშნება ორივე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ რგოლშიც (გამგებელი/გამგეობა); თუკი წინა წლებში გამგეობა თითქმის ყოველ შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ამისი კანონისმიერი საფუძველი) საჯარო ინფორმაციის გაცემისას ათდღიან ვადას ითხოვდა და უმეტეს შემთხვევაში ამ ათდღიან ვადასაც მნიშვნელოვნად არღვევდა (თან, ყოველივე ამას არა გამონაკლისის, არამედ სისტემატური ხასიათი გააჩნდა), დღეის მდგომარეობით, გამგეობა როგორც ოზურგეთის, ისე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცდილობს, რომ კანონის შესაბამისად და “გონივრულ ვადაში” უზრუნველყოს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. ბუნებრივია, გამგეობის ეს მცდელობა, უთუოდ, მისასალმებელია და, იმედია, რომ ეს სასიკეთო ტენდენცია სულაც მათი საქმიანობის წესად დამკვიდრდება.

მოკლედ, ასეთი გახლავთ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, გამჭვირვალობისა და საჯაროობის თვალსაზრისით, 2013 წლის მესამე კვარტალში არსებული სიტუაციის ზოგადი შეფასება.

ირაკლი პაპავა,”საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13 იანვარი, 2026

ქუთაისში პატიმართა ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

მოსამართლეებსა და იუსტიციის საბჭოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

ყველა სიახლე

საზოგადოება

კალანდა სოფელ შემოქმედში

20:13; 13.01.2026
საზოგადოება

ექსკლუზივი: სენაკის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია – დაინიშნა ახალი უფროსი

19:54; 13.01.2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო