“მე არ ვიცი, პირველ არხზე რა ხდება და არც სურვილი მაქვს ჩავერიო ამ პროცესებში. თუ გაინტერესებთ ჩემი ზოგადი რეაქცია, გეტყვით რომ პაიჭაძე და კვესიტაძე აგიტატორები არიან. თუმცა, გეფიცებით, არცერთ კონკრეტულ გადაცემაზე არ გამიკეთებია ჩემი რეაქცია. ეს არ არის ჩემი საქმე. ხშირად ვახსენებ პარლამენტის თავმჯდომარესაც, რომ ჩვენ ყველა კანონიერი ბერკეტი უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იდგეს ხალხის სამსახურში. ჩემს ხელისუფლებას არ სჭირდება აგიტაცია და მე ამაზე უარი ვთქვი, როცა “მეცხრე არხის” გაყიდვის გადაწვეტილება მივიღე. მე აქაც ვაჩვენე ჩემი კეთილსინდისიერება და პატიოსნება და განვაცხადე, რომ არ არის ნორმალური პრემიერს არჩევნების წინ ჰქონდეს ტელევიზია. “რუსთავი 2-ს” შეუძლია აგიტაცია, იმიტომ რომ ის არის კერძო ტელევიზია, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწებელზე ეს არ უნდა ხდებოდეს“, -აღნიშნა ივანიშვილმა.