ჩაფიძის განცხადებით, პრემიერის პრესსამსახურმა უნდა შეძლოს რომ ჟურნალისტებთან შეხვედრა გაცილებით კონსტრუქციული გახადოს. უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ გაცილებით საინტერესო იქნებოდა თუ საუბარი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა და არა პრემიერის გამონათქვამების გარჩევას.
“ერთი საათი ვნახე და სიმართლე გითხრათ ნანახით აღფრთოვანებული არ დავრჩი. როგორც პრემიერის, ასევე ჟურნალისტების მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ გამონათქვამები გაერჩიათ, არსებით პრობლემებზე უნდა ყოფილიყო საუბარი. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ცალკეულ შემთხვევაში ჟურნალისტების პრეტენზიებიც რეალურია და პრემირ მინისტრისაც.
“ხელისუფლებაში ყოფნა დიდი სტრესია, რადგან ხშირად დაუმსახურებლად გვსაყვედურობენ. მაგრამ თმენის ვალდებულება გვაქვს და ეს უნდა დავიცვათ”, _ განაცხადა უმრავლესობის ჩაფიძემ