მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. დღეს ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ. სამშვიდობოებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე დახვდნენ. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. მათ მთავარ პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენდა. 42-ე ბატალიონის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. ბატალიონი მიმდინარე თვის ბოლომდე სრულად დაბრუნდება სამშობლოში. მათ ავღანეთში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები ჩაანაცვლებენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved