“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გამოიძიეს. სიმართლე გითხრათ ეჭვიც არ მეპარებოდა. ამიტომაც არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მუშაობს ეფექტურად. ბოლო პერიოდში მათ მიერ გამოძიებული არაერთი რთული საქმე ვნახეთ . ასე რომ არ გამკვირვებია. ეს არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ რეგიონულ საფრთხეებსაც უკავშირდებოდა”, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ.
უმცირესობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფაქტის გახმაურებას, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას კომენტარს უკავშირებენ, რომელმაც წუხილი გამოთქვა, რომ შსს-მ ვერ შეძლო აღნიშნული ფაქტის გამოძიება. უმრავლესობაში, ამ მოსაზრებებს პროვოკაციულს უწოდებენ.
“უმცირესობა ყოველთვის ეძებს საკამათო თემებს. ერთი თვის წინ თუ ათი დღის წინ იქნა გამოძიებული, ფაქტია, რომ გამოიძიეს და ეს ძალიან ეფექტურად მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამათ პროვოკაციულ განცხადებებს რა უნდა ვუპასუხო”, _ აღნიშნა დოლიძემ.