“გაზი გაიყვანეს რამდენიმე წლის წინ და მდინარე სუფსას შეუცვალეს კალაპოტი. ამის შემდეგ 2000 მეტრი მიწა წაღებული აქვს წყალს. 5 წელია ვწერთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადებებს და არაფერი, არანაირი ყურადღებას არ მაქცევენ და უკვე სახლს ემუქრება საშიშროება, მიდის და მიდის მიწა თანდათან, სულ დაქანებულია. 2000 მეტრი მიწის ნაკვეთზე გაშენებული თხილი, ნიგვზები, ხილი ყველა წყალს აქვს წაღებული. ამავე დროს სახლის წართმევის მოლოდინში ვარ. იქნებ დამეხმაროს ახალი ხელისუფლება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. სახლი, ეზო ყველა წვიმის დროს იტბორება, რამდენი საქონელი, შინაირი პირუტყვი წაიღო ვინ იცის, ასეთ დროს თუ არ დაგეხმარება ხელისუფლება მაშინ როდის უნდა დაგვეხმაროს? ვის ვიმმართო მითხარით?!
” მდინარე ისე გადმოაგდეს ჩემს მხარეს, რომ არანაირი დამცავი არ გაუკეთებიათ. ადიდებულია და სულ დახეთქილია ჩემი მიწა. ასე დაგვაზარალეს გაზის გაყვანით, რომელიც სხვა სოფელში გაიყვანეს და ჩვენ ძიმითში გაზი არ გვყავს შემოყვანილი, არც ინდივიდუალური გამრიცხველიანება გაგვიკეთეს, არც “გლობალ – ტვ”- ის ანტენები დაგვიდგეს, იმის გამო, რომ “ნაციონალები” ხართო.”
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის რწმუნებული მზია სალუქვაძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა წლების განმავლობაში იდგა. ნათელა სალუქვაძის ოჯახი კი, უფრო და უფრო დგას სახლის წართმევის საშიშროების წინაშე .
“ეს პროცესები წლება მიდის და მართლაც ძალიან რთული მდგომარეობაა. ორი დღის წინ მყავდა გეოლოგები, მაგრამ ამიხსნეს, რომ ჩვენ ძირითადად სახლების მდგომარეობა გვეხებაო. გეთანხმებით, ძალიან მძიმე მდგომარეობააა, ყოველდღე მიაქვს მიწა მდინარეს, ეს ყველაფერი გადაცემული მაქვს გამგეობისთვის. დევს განცხადებები, მაგრამ ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და არ ვიცი, რა გითხრათ. მე ვერანაირად ვერ ვეხმარები.
“ამ წყალდიდობამ 2 ჰექტარი ყანა წაგვართვა სოფელში, ეს კი ძირითადად გაზის გაყვანის შემდეგ დაიწყო, როცა მდინარეს კალაპოტი შეეცვალა, მაშინ უნდა გადაეხადათ კომპენსაცია დახმარების სახით, მაგრამ არც ეს არ მომხდარა. ძალიან რთული მდგომარეობაა”, _ გვითრა რწმუნებულმა.